თეგი: მამუკა მურჯიკნელი

საქართველოში პირველად, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მეშვეობით, ამერიკულმა გიგანტმა CHEVRON-მა ყაზახეთიდან მომავალი საკუთარი მშრალი ტვირთი გაატარა

საქართველოში პირველად, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მეშვეობით, ამერიკულმა გიგანტმა კომპანია CHEVRON-მა ყაზახეთიდან მომავალი საკუთარი მშრალი ტვირთი გადაზიდა. Wondernet Express Investment Group-ი, რომელიც ტვირთების გადაზიდვას ცენტრალური აზიიდან უზრუნველყოფს, პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ამერიკული კომპანია CHEVRON-ის კუთვნილი ტვირთი შუა დერეფნის გავლით გაატარა. Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის განცხადებით, ეს დიდი მიღწევაა რეგიონისთვისაც. „ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც გაატარა ამერიკული კომპანია CHEVRON-ის კუთვნილი ტვირთი შუა დერეფანში, რაც ჩვენს პარტნიორ Tramo-სთან ერთად დიდი მიღწევა იყო არამარტო ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის. პირველად მოხდა, რომ CHEVRON-მა თავისი ტვირთი, რომელიც ყაზახეთიდან მოდის, გამოატარა ჩვენს დერეფანში. მოგეხსენებათ, ჩვენ ძირითადად სასუქებზე ვმუშაობთ. უნდა აღინიშნოს, რომ CHEVRON და Tramo დიდი ხნის პარტნიორები არიან და კიდევ უფრო გვახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი მსხვილი ამერიკული კომპანიები ჩვენს რეგიონში გადმოერთნენ“, - განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა BMGtv-ს ეთერში. შუა დერეფნის მიმზიდველობაზე საუბრისას, მამუკა მურჯიკნელმა მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „კიდევ უფრო უნდა გავფართოვდეთ, უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ. აუცილებელია, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მეტ ტვირთს მოემსახუროს. ამ მიმართულებით ვმუშაობათ პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა მამუკა მურჯიკნელმა. ცნობისთვის, საქართველოს ამ დღეებში სტუმრობდა Tramo-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ედვარდ ვაინერი. მისი შეფასებით, მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, შუა დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა. „როდესაც პირველად ჩავერთეთ ამ პროექტში, ჩვენს პარტნიორ Wondernet Express Investment Group-თან ერთად, იდეა იყო ის, რომ გაგვეხსნა აბრეშუმის გზა და გამოგვეყენებინა შესაძლებლობა მაქსიმალურად, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შემოგვეტანა პროდუქტი, რომელიც აწყდება დიდ დაბრკოლებას. ეს არის ნედლეული, რომელიც ბაზრამდე უნდა მივიდეს ეფექტური გზებით. იდეა იყო ის, რომ ტვირთი კასპიის ზღვაში შეგვეტენა აზერბაიჯანის გავლით, მანქანების გადაზიდვით, შემდეგ საქართველოს გავლით, ჩვენი ახალი ტერმინალის გავლით ბათუმში. ეს ტვირთი, CHEVRON-ის პროდუქტი, რომელიც გავგზავნეთ, ჩინეთში ჩადის, ეს არის ყველაზე მსხვილი ტვირთი, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა - 46 000 ტონა“, - განაცხადა ვაინერმა.   

Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი ლონდონში, კასპიის პოლიტიკის ცენტრის კონფერენციაზე: საქართველოს პორტში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ

ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი, ლონდონში, კასპიის პოლიტიკის ცენტრის (CPC) ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა.   ცენტრმა გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ისა და კასპიის ქვეყნებიდან მთავრობისა და ბიზნეს ლიდერები შეკრიბა. მიზანს რეგიონში დაკავშირებადობა, ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხების განხილვა წარმოადგენდა. დისკუსიისას მამუკა მურჯიკნელმა რეგიონში დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვეძლოს მეტი ტვირთის გადაზიდვა და მეტი ინვესტიციის განხორციელება ჩვენს ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაში, ძალიან მოხარულები ვართ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადების გამო“.  „საქართველოს პორტში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტი ტვირთის გატარების შესაძლებლობას მოგვცემს“. „მოხარულები ვართ, რომ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ, ბაქოს პორტთან. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი მუშაობა და განვითარება, რადგან პორტები და რკინიგზა ძალიან დიდ როლს თამაშობს ტვირთის ტრანსპორტირების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მამუკა მურჯიკნელმა. დისკუსიას CPC-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი, დოქტორი როჯერ კანგასი უძღვებოდა. განხილვაში მონაწილეობდნენ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტის გენერალური დირექტორი, ტალეჰ ზიადოვი ასევე, ლონდონში დაფუძნებული პოლიტიკური რისკების ანალიზის ფირმის, PRISM-ის ხელმძღვანელი, ბენ გოდვინი. „ჩვენ ვაღიარებთ, რომ ენერგეტიკული კუთხით გარდამავალი ცვლილება ხდება. ეს უბრალოდ ბადებს კითხვას, იქნებიან თუ არა დასავლური კერძო კომპანიები რეგიონში მთავარი მოთამაშეები, როდესაც საქმე ეხება ნავთობსა და გაზს,” - განაცხადა თავის მხრივ, ბენ გოდვინმა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვის, CPC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეფგან ნიფტიმ გახსნა და კასპიის ზღვის რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია რა კასპიის ზღვის ქვეყნების დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის გაძლიერება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება მსოფლიო ბაზრებზე კასპიის ნავთობისა და გაზის თავისუფალი მიწოდების გზით და კომპანიებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების გაზრდა დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, კასპიის რეგიონს დიდი ბრიტანეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დიდი ბრიტანეთის ინტერესები რეგიონში არაერთხელ გამოიკვეთა.   აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტში, მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ჯოშუა ვოლცმა ისაუბრა აშშ-ის პერსპექტივაზე კასპიის რეგიონში ჩართულობის შესახებ, განსაკუთრებით, მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კი, უფრო დიდი რეგიონული კავშირის ხელშეწყობის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის როლის შესახებ გაამახვილა ყურადღება. აღნინიშნა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება სატრანსპორტო კავშრები ცენტრალური აზიიდან კასპიის ზღვის გავლით და შემდგომში, კავკასიის გავლით. „აზერბაიჯანის გავლით არსებული დერეფნები და მარშრუტები კონკურენტულ უპირატესობას სთავაზობს ტრანსპორტის ოპერატორებსა და ბიზნესს. აზერბაიჯანმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციასა და მოდერნიზაციაში  დიდი ინვესტიცია განახორციელა და ხელი შეუწყო რამდენიმე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ბაირამოვმა. ინფორმაციისთვის, ამავე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ დიდ ბრიტანეთში თურქეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის ელჩები. ასევე, ელჩი დევიდ მორანი, გაერთიანებული სამეფოს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კლიმატის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა საკითხებში. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები: USAID-იდან, სოკარიდან, BP-დან და სხვა. კასპიის პოლიტიკის ცენტრი (CPC) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული კვლევითი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ვაშინგტონშია დაფუძნებული. კასპიის რეგიონის ეკონომიკური, პოლიტიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების საკითხები ცენტრის კვლევის ცენტრალურ ფოკუსს წარმოადგენს.

ბიზნეს ასოციაციაში Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის თავმჯდომარეობით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ფარგლებში სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის თავმჯდომარეობით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ფარგლებში სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. “საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში აქტიურად მონაწილე ბიზნეს სექტორის მოსაზრებების გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს, მოქნილი სისტემის შექმნას,“ - აცხადებს მამუკა მურჯიკნელი. თავის მხრივ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ამჟამად აწყდებიან, მათ შორის, საუბარი შეეხო, საზღვრის კვეთის პროცედურებს, სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის  გამტარუნარიანობის საკითხებს და ამ მიმართულებით საკადრო რესურსების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ, კონტეინერების მოცდენას და ზოგადად წარმოადგენს ლოგისტიკური ჯაჭვის შემაფერხებელ გარემოებას იწვევს. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ, როგორც უშუალოდ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები (საჰაერო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო) ასევე, საბანკო, ნავთობპროდუქტების, რითეილ და სხვა მომიჯნავე სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც საქონლისა და პროდუქტების ტრანსპორტირებასთან პირდაპირი შეხება აქვთ. დასაწყობების განმახორციელებელი ცენტრების მიერ ყურადღება გამახვილდა რეექსპორტის რეჟიმის განხორციელებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და, ზოგადად, ექსპორტ - იმპორტის საკითხებზე. საუბარი შეეხო ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, არაგაბარიტული ტვირთების გაცილებისა და გადაზიდვის ნებართვის საკითხებს.  

ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი - ახალი შესაძლებლობა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ გზაზე

ცნობილი ყაზახური მედია გამოცემები ,,Elitar.kz'' და kazakh.inform'' აქვეყნებენ ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალური დირექტორის მამუკა მურჯიკნელის ინტერვიუს, რომელიც შუა დერეფნის განვითარებას ეხება. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი აზია-ევროპის დამაკავშირებელ გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ აქტორად განიხილება და მას ამის დასტურად მოჰყავს როგორც უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალში, ასევე ის ფაქტი, რომ ტერმინალი აზიურ -ამერიკულ-ქართული პარტნიორობისა და თანამშრომლობის სინერგიით შეიქმნა და ფუნქციონირებს. Europetime ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ. ახალმა გეოპოლიტიკურმა მოცემულობამ რეგიონში უამრავი რამ შეცვალა და კიდევ უფრო გამოკვეთა და მნიშვნელოვანი გახადა სატრანზიტო ქვეყნების როლი. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთის როლი. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან ისმაილოვის საქართველოში ვიზიტისას, ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის მნიშვნელობა და როლი იყო. მის კოლეგა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას სწორედ ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას და განსაკუთრებით, შუა დერეფნის ინიციატივის მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთს და რომლის მიზანია, გაზარდოს ამ მარშრუტის მიმზიდველობა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. დერეფანი ცენტრალურ აზიას, ჩინეთს და აზიის სხვა ქვეყნებს ევროპას დაუკავშირებს. შემუშავებულია ხუთწლიანი საგზაო რუკა, რომელშიც ასახულია თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლობა 2027 წლამდე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება საქართველოს, კერძოდ ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურ დირექტორთან, ბატონ მამუკა მურჯიკნელთან ინტერვიუ.  - ბატონო მამუკა, ორიოდე სიტყვით მულტიმოდალურ ტერმინალზე რომ გვითხრათ, ვიცით, რომ ტერმინალის მშენებლობა, პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა და დღეს უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. ამ ტემპების და ზოგადად ტერმინალის მშენებლობის აუცილებლობა და მიზნობრიობა,როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, სწორად ჰქონდა დანახული, გაანალიზებული და შეფასებული თქვენს კომპანიას? უპირველესად, მადლობა ინტერვიუსა და ინტერესისთვის. ჩვენმა კომპანია Wondernet Exspress Investment Group-მა ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, 2021 წელს უკვე დაასრულა და დღეს ტერმინალი სრული დატვირთვით მუშაობს. აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები. ტერმინალი სრულიად ავტომატიზებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. ჩვენი პარტნიორია ამერიკული, უდიდესი ტრეიდული კორპორაცია Trammo. ჩვენ წარმოვადგენთ სიმბიოზს ქართულ-უზბეკურ-ამერიკული ინვესტიციის და ინტერესის, რაც დღეს დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ძირითადი ტვირთი, რასაც ჩვენ ვემსახურებით, ამ ეტაპისთვის არის კარბამიდი (შარდოვანა), თუმცა ჩვენი ტერმინალის ტექნიკური აღჭურვილობა და სტანდარტები გვაძლევს საშუალებას, გავატაროთ სხვა მინერალური სასუქებიც. ტვირთის მიღება ჩვენთან მთლიანად დახურულ სივრცეში ხორციელდება, ისევე როგორც მისი შენახვა და შემდეგ გემებზე გადატვირთვა. ჩვენ გვაქვს საკონვეიერო ლენტური სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვირთი ვაგონიდან ავტომატურად გადაგვაქვს საწყობში და იქიდან პირდაპირ დახურულ სივრცეში ვტვირთავთ გემზე. - ბატონო მამუკა EBRD გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, ამ ფაქტორს და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ალიხამ ისმაილოვის საქართველოში ვიზიტისას. ხოლო რამდენიმე თვის წინ, უკვე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში, მან პირადად მოინახულა თქვენი მულტიმოდალური ტერმინალი ბათუმში. თუ შეიძლება, ამაზე რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა და კიდევ სამომავლო გეგმებზე. მადლობა ამ კითხვისთვის, ჩვენ კერძო კომპანია ვართ, პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ვიაზრებთ და გვესმის ჩვენი და ჩვენი მსგავსი კომპანიების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როლის. ვგრძნობთ და სრული პასუხისმგებლობით ვიაზრებთ ჩვენს ფუნქციას, ამიტომ, მუდმივად ვზრუნავთ და ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე. აქ ვგულისხმობ ყველაფერს, როგორც ინფრასტრუქტურის, პერსონალის განვითარება-გადამზადება, ასევე თვითონ ტერმინალის გაფართოვების იდეას. უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩვენს ტერმინალში, ნამდვილად მნიშვნელოვანი და საპატიო იყო ჩვენი კომპანიისთვის. ესეიგი ჩვენი შრომა, პასუხისმგებლობა, გამჭვირვალიბა, შეუმჩნეველი არ რჩება და შუა დერეფანზე საუბრისას ერთ-ერთ ფლაგმანად ჩვენც ნამდვილად მოვიაზრებით. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა მოცემულობამ რეგიონში, კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის აუცილებლობა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ეს ურთიერთანამშრომლობა ახლა, ყაზახეთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა ამ კუთხით, ისევე როგორც უზბეკეთი, აზერბაიჯანი  - ჩვენს ხალხებს შორის არაჩვეულებრივი ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია, როგორც ყოფილმა დიპლომატმა, მით უფრო შუა აზიაში ნამუშევარმა ელჩმა, კარგად ვიცი ეს დამოკიდებულება და მიხარია ჩემი დღევანდელი სტატუსით და ახალი შესაძლებლობებით, კვლავ კავშირში რომ შემიძლია ვიყო ჩემთვის მნიშვნელოვან, საინტერესო ქვეყნებთან და ხალხთან, ჩემს ყაზახ, უზბეკ და აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განვახორციელოთ და შევიმუშაოთ ლოგისტიკური კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროექტები და გეგმები. ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხრივ ახალი სარკმელია ლოგისტიკურ ტრასკავკასიურ გზაჯვარედინზე, რომლის სათავეც სწორედ ცენტრალურ აზიაში, მათ შორის ყაზახეთში იღებს სტარტს. როგორც უკვე მოგახსენეთ, მქონდა პატივი, მემუშავა და წარმომედგინა ჩემი ქვეყანა როგორც ელჩს, ცენტრალურ აზიაში. ამ წლებმა უამრავი კარგი მეგობარი შემძინა ამ ქვეყნებში და ამით განსაკუთრებით ბედნიერი ვარ. ასევე ჩვენი კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ბატონი დიმიტრი აბდუშელიშვილი, დიპლომატების ოჯახიდანაა, მისი მამა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი იყო უზბეკეთის რესპუბლიკაში. მოგვიანებით უკვე მისი ძმა. ამდენად, ცენტრალური აზია ჩვენთვის გარდა ბიზნესაქმიანობისა, კულტურული, ადამიანური ურთიერთობების, კავშირების ბმაა და ამიტომაც, კიდევ უფრო გვახარებს ჩვენი ურთიერთაახლოებისკენ და ურთიერთანამშრომლობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი.